"ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
80 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - "ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტიების აკრძალვას საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს.
- კანონპროექტის მიხედვით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
კანონპროექტი ბიუროზე 31 მარტს დარეგისტრირდა.