"ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა - კობახიძის წერილი ტრამპის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა
"ქართულ ოცნებას" ირაკლი კობახიძის ღია წერილმა თავის სამართებელი გზაც კი აღარ დაუტოვა. კობახიძემ დღეს თავად დაადასტურა, რომ არა თუ ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენა, წერილებზე პასუხსაც კი არ სცემენ.
კობახიძემ წერილი ამერიკის პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდეტს რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა, ითხოვა სანქციების გაუქმება და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება - პასუხი ვერ მიიღო.
კობახიძის ამ განცხადებამ "ქართულ ოცნების" პროპაგანდა თავდაყირა დააყენა. აქამდე ამტკიცებდნენ, რომ შტატებთან ურთიერთობის დაკალაგების გზაზე იყვნენ, ჰქონდა წარმატებული ვიზიტი ამერიკაში ლევან დავითაშვილს, ახლა კი წერილში კობახიძე თავად წერს, რომ არცერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ტრამპის ადმინისტრაციიდან მათ არც კი დაელაპარაკა. კობახიძის აღსარებამ "ქართული ოცნება" მძიმე დღეში ჩააგდო.
კობახიძის წერილზე ამერიკის პრეზიდენტისგან პასუხის მიღების ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო წარმომადგენლობით პალატაში დამტკიცებული საქართველოს მეგობარი აქტი. აქამდე ივანიშვილის რეჟიმი სანქციების დოკუმენტზე ამბობდა რომ ის არაფერს წყვეტდა და არავინ დაამტკიცებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სენატმაც კი საკითხი დღის წესრიგში ჩასვა, "ქართული ოცნება" აპირებს, საპასუხი დადგენილება მიიღოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.