დიპლომატები დიდი წმენდის მოლოდინში - საგარეო უწყება არასასურველი კადრების სამსახურიდან გასაშვებად ემზადება

13.05.25 20:58
დიპლომატები დიდი წმენდის მოლოდინში - საგარეო უწყება არასასურველი კადრების სამსახურიდან გასაშვებად ემზადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო არასასურველი კადრების სამსახურიდან გასაშვებად ემზადება. უწყებას ეშინია სისტემაში არ დარჩნენ ისეთი თანამშრომლები, რომლებიც უსიტყვოდ არ დაემორჩილებიან. პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს კანონი, რომლითაც დიპლომატიურ უწყებაში დასაქმებულებს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ თუ უწყება ჩათვლის, რომ მათი ქმედებებით ეროვნული ინტერესები შეილახა.

ცვლილებების დამტკიცების შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულებს წელიწადში ორჯერ შეამოწმებენ, მანამდე კანონი ერთხელ შემოწმებას ითვალისწინებდა. ასევე, დიპლომატებს რეზერვში გადაიყვანენ, რაც პრაქტიკულად, უსამსახუროდ დარჩენას ნიშნავს. "ქართული ოცნება" ვერ ხედავს პრობლემას ისეთ ცვლილებების მიღებაში, რომელსაც შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს.

დიპლომატების დასჯის გამარტივება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროის 241-მა თანამშრომელმა ხელი მოაწერა პეტიციას და გაემიჯნა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერის განცხადებას. ამ სვლას რეჟიმისთვის შოკის ეფექტი ჰქონდა და მოქმედებაზეც გადავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელში უვარდება ბერკეტი, რომლითაც დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმებულებს ვადაზე ადრე შეუწყვეტს კონტრაქტს. მიზეზად შეუძლია, დაასახელოს ეთიკის წესების დარღვევა. დღეს ვცადეთ გაგვერკვია, რას თვლიან ქვეყნის იმიჯის შელახვად. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.