გაუშვეს თუ გადადგა - არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის პოსტი დატოვა
ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის არჩეული მერის ვადაზე ადრე გადადგომა დღეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. "პირველების" ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანი გუშინ გადადგომას არ აპირებდა და სულ სხვა გეგმებზე საუბრობდა. დღეს სრულიად მოულოდნელად თანამშორმლებმა სოციალური ქსელით გაიგეს, რომ ბათუმს მერი აღარ ჰყავს.
არჩილ ჩიქოვანი დაკავებულის თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე გადადგა, რაც ადასტურებს შიდა კლანურ დაპირპისრებას "ქართულ ოცნებაში". ჩიქოვანი მანამდე გადაყენებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათლიმირონია. როგორც ჩანს, რიჟვაძის კადრებზე ნადირობა აჭარაში ახლა კობახიძის გუნდის ნომერ პირველი ამოცანაა.
გადაყენებული ერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. ის, გავრცელებული ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების'' მიერ დანიშნული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის გარემოცვის წევრია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კადრების ჩანაცვლებით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, რეჟიმის ცალკეული ფრთა გავლენებს უფრო მეტად გააიძლიერებს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.