ჩვენ არ გვითქვამს, რომ არჩევნებზე გავდივართ, მაგრამ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის-ლევან გოგიჩაიშვილი

13.05.25 23:32
ჩვენ არ გვითქვამს, რომ არჩევნებზე გავდივართ, მაგრამ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის-ლევან გოგიჩაიშვილი

ჩვენ არ გვითქვამს, რომ არჩევნებზე გავდივართ, მაგრამ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, რადგან ეს პარტიის მოცემულობაა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფორმაში,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, გაადწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და შესაბამისად, “კატეგორიულად არ ამბობენ მიიღებენ, თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“.

ჩვენ ვემზადებით ყველანაირი არჩევნებისთვის, რომელიც ნიშნავს, თვითმმართველობასაც, საპარლამენტოსაც, ვადამდელსაც და ა. შ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ჩვენ დღეს კატეგორიულად არ ვამბობთ რომ ვიღებთ, ან არ ვიღებთ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალიან რადიკალურები და კატეგორიულები არიან, საზოგადოებას მკაფიოდ უნდა უთხრან, ვის რა ალტერნატივა აქვს, იმ რაღაც უაზრო სიტყვების გარდა, რომ სადღაც ვიღაც შეიჭრება და ამბოხებას მოაწყობს. ჩვენ ამ გზით წასვლას არ ვაპირებთ, რადგან შეიძლება იმაზე მეტი რაღაც დავაზიანოთ, ვიდრე მოთმენით მივიღოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ეს ხელისუფლება არ იქნას აღიარებული,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.