სააკაშვილი საქართველოშია - სად იმყოფება მესამე პრეზიდენტი?
მიხეილ სააკაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ - მას შემდეგ რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოშია, "პირველების" გადამღები ჯგუფები რამდენიმე ლოკცაზე მუშოაბს.
"ტვ პირველი" დილიდან ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი დაადგინოს.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კომენტარს არ აკეთებენ. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ ძალოვან უწყებებს.
სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება 27 სექტემბერს დაანონსა. მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ქვეყანაში 2 ოქტომვერს 23:05 საათზე დაბრუნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, სააკაშვილმა გეგმები შეცვალა და სამშობლოში გადამწყვეტი არჩევნების წინ, ერთი დღით ადრე ჩამოვიდა.