ზურაბ ჯაფარიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს და იარაღის ისედაც ჩამორთმეული უფლება შეუზღუდეს

14.05.25 15:29
 ზურაბ ჯაფარიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს და იარაღის ისედაც ჩამორთმეული უფლება შეუზღუდეს

ზურაბ ჯაფარიძეს 5 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და იარაღის ისედაც ჩამორთმეული უფლება შეუზღუდეს. საქმე აქციაზე გზის გადაკეტვას ეხება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნული განაჩენი კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერისთვის გაუგებარია, რადგან მისი თქმით, იარაღის ტარება ისედაც მაქსიმალური ვადიტ, 3 წლით ჰქონდა ჩამორთმეული,

ისევ 5 ათას ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და პლიუს, კიდევ ერთხელ ჩამომართვეს იარაღის ტარების უფლება. რას ნიშნავს, სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი. ჩამორთმეული მქონდა იარაღის ტარების უფლება 3 წლით, მაქსიმალური ვადით ისედაც და მეორე ჩამომართვა ახლა სასამართლომ. ამით პროტესტს ხომ ვერ გააჩერებენ?, - თქვა პროცესის შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა. 

ჯერჯერობით უცნობია, გაიაზრებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ოქრუაშვილის ბედს, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს, რადგან ოქრუაშვილის მსგავსად წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმა არც მან გადაიხადა.