ყველა გადაწყვეტილება რაც მიიღეს, არასწორი იყო - ალან ბერსე "ოცნებაზე"
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალან ბერსე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის ყველა გადაწყვეტილება, რაც "ოცნებამ" კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ თვეებში მიიღო, არასწორი იყო.
ალან ბერსემ დღეს ევროსაბჭოში "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
- მძიმე განცხადებების მოსმენა ევროსაბჭოში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს პირადად მოუწია - მაკა ბოჭორიშვილი მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა.
18 თვის წინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი მისცეს და 18 თვის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა გადაწყვეტილება რაც მიიღეს იყო არასწორი მიმართულების. ჩვენ გვინდა დიალოგის განახლება, რათა ვიმუშაოთ ერთად და ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება, იმის დასანახათ რა მიმართულებით მიდიან. საქართველო ევროსაჭის წევრია. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მომართულებით. ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა . მაგრამ ახლა ძალიან შემაშფოთებელი სიტუაციაა", - განაცხადა ბერსემ.
ასევე ნახეთ:
- გზავნილი ევროსაბჭოდან "ოცნებას" - გადაწყვიტეთ, რა გინდათ!
- "ჩვენ ვთქვით, დავიწყოთ თაფლობის თვე, "ოცნებამ" კი განქორწინების პროცესი დაიწყო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი