ეს უკვე აღარც ბელორუსია და აღარც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი - ხაბეიშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე

14.05.25 17:35
ეს უკვე აღარც ბელორუსია და აღარც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი - ხაბეიშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე

ეს უკვე აღარც ბელორუსია და აღარც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ოქრუაშვილის დაკავებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმ დროს, როდესაც კრიმინალები და მკვლელები გარეთ თავისუფლად დადიან, რეჟიმი პოლიტიკოსებს და მსახიობებს აპატიმრებს. 

ეს უკვე აღარც ბელორუსია და აღარც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, აბსოლუტური "ბეზპრიძელი" ქვეყანაში, კრიმინალები, მკვლელები გარეთ დადიან და ამასობაში, ციხეში უშვებენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მასთან ჯერ არ მისულა უსამართლობა, აუცილებლად თქვენს კარზეც დააკაკუნებს. ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ამ მკვლელ, მარბიელ, მწამებელ რეჟიმთან ენის მოჩლექით საუბარი ან თუნდაც მხოლოდ აქცია-პერფორმანსებით ფონს ვერ გავალთ, - ამბობს ხაბეიშვილი. 

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.