"პირველების" ინფორმაციით, შსს ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

01.10.21 12:02
"პირველების" ინფორმაციით, შსს ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

განგაში შინაგან საქმეთა სამინისტროში - "პირველების" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვიდეომიმართვის შემდეგ, გომალაურის უწყებაში ყველა თანამშრომელი გამოიძახეს. 

უწყება ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა უწყების კომენტარი, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. 

მსგავსი სიახლეები