IDU-ს რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „ოცნებამ“ დიქტატურის დამყარებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს-ირაკლი ქავთარაძე
ქართუ ბანკის სვიფტიდან გათიშვის მოთხოვნით ბრიუსელში ახალი რეზოლუცია დაამტკიცეს- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ქავთარაძის თქმით, რეზოლუცია ცალსახად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს ფასი იმისთვის, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაამყარა.
“ყველა ცალსახად აღიარებს და აცნობიერებს, რა დიდი ზიანი მიაყენა “ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერშიფმა ქართულ სახელმწიფოს“,- ამბობს ქავთარაძე.
“ოცნებამ“ უღალატა საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად, ისინი უნდა დაისაჯნენ ამისთვის“-აცხადებს ის.
ყველა ცალსახად აღიარებს და აცნობიერებს, რა დიდი ზიანი მიაყენა “ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერშიფმა ქართულ სახელმწიფოს, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, რომ მათ დაამყარეს საქართველოში დიქტატურა, შესაბამისად, რეზოლუცია ცალსახად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამისთვის „ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს ფასი, კონკრეტულად დაწესდეს სანქციები თუ განხორციელდეს სხვადასხვა ფისკალური სანქციები მათ მიმართ, რადგან მათ უღალატეს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად, ისინი უნდა დაისაჯნენ ამისთვის“-განაცხადა ქავთარაძემ.
IDU ივანიშვილის "ქართუ ბანკი" სვიფტიდან და VISA/MASTERCARD-ის ქსელიდან გათიშვას ითხოვს - საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
IDU გმობს ქართული ოცნების ქმედებებს, "მის განგრძობით სვლას ავტორიტარიზმისა და რუსულიორბიტისკენ", და მოითხოვს ყველა პოლიტიკურიპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; ასევე მოუწოდებს ივანიშვილის გუნდს დაუყოვნებლივ შეაჩეროს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
რეზოლუცის თანახმად, IDU მოითხოვს, სამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავე პირები.