სანქციები ოლიგარქს და მის ოჯახს - რას ამბობს ცოტნე ივანიშვილი
ეშინია თუ არა ივანიშვილის ოჯახს დასავლური სანქციების? - ოლიგარქ ივანიშვილის ვაჟი "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ „სიმპტომატურად მიაჩნია, ოჯახის სიწმინდის დღეს, რომ სანქციებზე ვეკითხებიან“.
განმეორებით კითხვაზე, ცოტნე ივანიშვილი ამტკიცებს, რომ "სანქციების არ ეშინია".
ცოტნე ივანიშვილის შვილი ამბობს, რომ სტუდენტია, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, არ დაუზუსტებია, სად სწავლობს.
ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ არ მოგატყუოთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს სანქციებზე მეკითხებით. კარგით რა, კომიკური გახდა უკვე, ასეთი სტილის შეკითხვები. არ მეშინია...
ტვ პირველი: არ გეშინიათ, რომ ვეღარ შეხვალთ სადაც განათლებას იღებთ?
ცოტნე ივანიშვილი: უფ... კარგით, მართლა კომიკური გახდა ასეთი სასაცილო შეტევები.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
ივანიშვილის დასანქცირების საკითხი დგას ასევე დიდ ბრიტანეთშიც.