აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

27.12.24 20:02
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - რუსეთის სასარგებლოდ,  საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით ზუატად 20:00 საათზე გამოაქვეყნა.

 

ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ჩაშლით – რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და საქართველოს კონსტიტუციის მიერ განსაზღვრულ გზას.

ამ ქმედების შედეგად, იმ პირის ქონება, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან იმყოფება აშშ-ის მოქალაქეების საკუთრებაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაყინული იქნება) და უნდა განეცხადოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს.
დამტკიცებულია E.O. 14024-ის შესაბამისად, პასუხისმგებლობისთვის ან თანამონაწილეობისთვის, ან იმ ქმედებებში, ან პოლიტიკებში, რომლებიც უშუალოდ, ან არაპირდაპირ ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში, ან მის გარეთ, რუსეთის ფედერაციისთვის, მის სახელით ან მისი სარგებლობისთვის“,- აცხადებს სახაზინო დეპარტამენტი.

ცნობისთვის, გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.

  • სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს სანქციები 14024-ე აღმასრულებელი განკარგულებით დაუწესა, რომელიც აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში.
  • ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც. 

მსგავსი სიახლეები