რუსული პასპორტების შეთავაზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს - "ოცნება" პუტინის ბრძანებას დუმილით ხვდება
რუსული პასპორტების შეთავაზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ ფაქტზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
ვლადიმერ პუტინის ამ ახალ ბრძანებას დუმილით ხვდება ივანიშვილის გუნდიც. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე მყოფ არცერთ "ოცნების" ლიდერს კრემლის ამ გადაწყვეტილებაზე დასმული კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.
კომენტარი დასმულ კითხვაზე მხოლოდ ივანიშვილის დეპუტატმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა:
ზოგადად, მნიშნელოვანია, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. შესაბამისად, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება იმ ქვეყნსი ხელისუფლებისი მხრიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს მიღებული, მე ამ კითვების ადრესატი არ ვარ", - ამბობს ჩაკვეტაძე.
პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა.