"ოცნების" მხრიდან დუმილი ანექსიის პროცესს ხელს უწყობს - ნუკრი ნოდია პუტინის ახალ ბრძანებაზე
ეს არის ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება, რუსეთი ასრულებს თავის გეგმას, რომ საბოლოდ შეიერთოს ოკუპირებული ტერიტორიები", - ასე ეხმაურება "მოძრაობა აფხაზეთისთვის" დამფუძნებელი ნუკრი ნოდია პუტინის ხელმოწერილ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები რუსულ პასპორტს გამარტივებულად მიიღებენ.
როგორც ნოდია "პირველებთან" ამბობს, ამ საკითთან დაკავშირებით "ოცნების" დუმილი საქართველოს ანექსიის პროცესს ხელს უწყობს. მისი თქმით არ გაღიზიანების პოლიტიკა ივანიშვილის გუნდის მხრიდან არის ის, რაც ხდება დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ეს არის განგრძობადი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება. რუსეთ ასრულებს თავის გეგმას, რომ საბოლოდ შეიერთოს ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი საბოლოოდ იტყვის, რომ თქვენ ხართ ჩემი მოქალაქეები, რადგან თქვენ გააჩნიათ რუსეთის მოქალაქეობა. ეს გამოწვევის ამავდროულად ასიმილაციას რუსების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს კანონი ჰოტელებთნ დაკავშირებით ამისთვის არის ეს გამიზნული, რომ რუსებმა შემდგომ უკვე იოლად შეიძინონ ქონება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. "ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლების მხრიდან დუმილი ხელს უწყობს ანექსიის პროცეს. პირიქით სტრატეგიულ პარტნიორებთან განგაშის ზარებს უნდა ტეხდნენ და უნდა აყენებდნენ საქმის კურსში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა არ გაღიზიანების პოლიტიკა რუსეთის მხრიდან არის გამოძახილი, რასაც ვხედავთ ჩვენს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - ამბობს ნუკრი ნოდია.
პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა.