"პუტინის ბრძანება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომ წართმეული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახადოს" - ოპოზიცია
პუტინის ახალ ბრძანება და რუსული პასპორტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს - ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ მოსკოვი ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ანექსიის პროცესს განაგრძობს.
- პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა ამბობს, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გაგრძელება. მისი თქმით, "ოცნების" დუმილი კარგად აჩვენებს ოკუპანტი ქვეყანის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკ
ეს გადაწყვეტილება გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უკვე სახელმწიფო უწყებების მხრიდან უნდა იყოს პასუხი გავრცელებული. უნდა მუშაობდეს საერთაშორისო მიმართულებით წარმომადგენლობა, მაგრამ ეს ესე არ არის. თუ რატომ არ არის აქამდე პასუხი გავრცელებული, ეს არის არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი", - ამბობს ლანა გალდავა.
"გახარია- საქართველოსთვის" გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში რუსეთი ანექსიურ პოლიტიკას აძლიერებს.
ივანიშვილის რეჟიმის მოლაპარაკე თავები გამალებულ ბრძოლაში არიან იმასთან, რაზეც დგას საქართველოს სუვერენიტეტი და მთლიანობა. კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთი ამ ვითარებაში ანექსიურ პოლიტიკას და კიდევ ერთი ახალი განზომილება ამ პოლიტიკის არის რუსული პასპორტების გაცემის გამარტივება, რის შესახებაც მოხდა შესაბამისი ბრძანების გამოცემა, რაც რა თქმა უნდა, უთხრის ნორმალური ხელისუფლების პირობებში შესაბამის დიპლომატიურ განცხადებას და მათ შორის პარტნიორებისადმი მოწოდება ამ ანექსიის დასაგმობად", - ამბობს თეონა აქუბარდია.
პოლიტიკოსი ბორის ჩელე ყურუა კი ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, რომ წართმეული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახადოს.
საბოლო მიზანი რუსეთს მიერ ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიების წართმევის არის ის, რომ ეს ტერიტორიები გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი. ეს პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ თვალნათლივ ვუყურებთ და ის, რომ მათ გაუმარტივდებათ მოქალაქეობის მიღება ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, რომ ჩვენთვის წართმეული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახადოს", - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.