მამუკა ხაზარაძის პროცესზე ადვოკატმა წულუკიანის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა - რა ხდება სხდომაზე

19.05.25 15:52
მამუკა ხაზარაძის პროცესზე ადვოკატმა წულუკიანის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა - რა ხდება სხდომაზე

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის პროცესი იმართება. ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, ადვოკატებმა აქაც წულუკიანის და მისი კომისიის წევრების გამოკითხვა მოითხოვეს. 

დღეს დაცვის მხარემ მბრალდებელს დაუსვა კითხვა, ვინ იყო ის ადამიანი, ვისი სახელითაც პროკურატურაში საჩივარი შევიდა, თუმცა პროკურორმა კითხვას გადაჭრით არ უპასუხა და თქვა, რომ ამის ნახვა დოკუმენტებში იყო შესაძლებელი. 

საქმის მასალებში მითითებულია პირველივე გვერდზე, ეს კითხვა შუამდგომლობასთან კავშირში არ არის, - თქვა სხდომაზე პროკურორმა. 

მბრალდებლის ამ სიტყვებს მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა

თქვენც უპასუხეთ, ესა და ეს. რა პრობლემაა?

ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ამ შუამდგომლობას მოსამართლე.

შეგახსენებთ, რომ რეჟიმი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ასამართლებს.

დღეს უკვე ბადრი ჯაფარიძის პროცესი.