რუხაძე არის ივანიშვილის ჯიბის ოლიგარქი, რომელიც ეხმარება უკანონო პროცესებში-ირაკლი კუპრაძე
რუხაძე არის ბიძინა ივანიშვილის პატარა ჯიბის ოლიგარქი, ის რა თქმა უნდა ეხმარება, სავარაუდოდ, ქონების გადამალვაშიც და სხვა უკანონო პროცესებშიც, - ასე ეხმიანება კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე გამოცემა “follow the money“-ის საგამოძიებო მასალას, სადაც ივანიშვილის ახლო გარემოცვის, ირაკლი რუხაძის ბიზნეს საქმიანობის შესახებაა საუბარი.
კუპრაძის თქმით, “ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელი არ არის რეალურად რუხაძე, “იმედის“ და თავად რუხაძის მფლობელიც, არის ივანიშვილი“
რუხაძე არის ბიძინა ივანიშვილის პატარა ჯიბის ოლიგარქი, ის რა თქმა უნდა ეხმარება, სავარაუდოდ, ქონების გადამალვაშიც და სხვა უკანონო პროცესებშიც, რადგან ცხადია, ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელი არ არის რეალურად რუხაძე, “იმედის“ და თავად რუხაძის მფლობელიც, არის ივანიშვილი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ჩართულია ყველა ტიპის დანაშულებრივ საქმეში, რომელსაც, სავარაუდოდ, რუხაძის ხელით ჩადის. ივანიშვილის და რუხაძის ფული ვერ იქნება სუფთა და შესაბამისად, დაინტერესება ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მხრიდან, არის ძალიან მარტივი და გასაგები, რომ ბინძური, შავი, რუსული ფული მათი სახელით და მათ ქვეყნებში არ უნდა ოპერირებდეს,-აცხადებს კუპრაძე.
ცნობილმა გამოცემამ “follow the money“ საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა, სადაც ივანიშვილის ახლო გარემოცვის, ირაკლი რუხაძის ნიდერლანდებში ბიზნეს საქმიანობის შესახებაა საუბარი.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსური ანაგრიშები ირაკლი რუხაძეს ჰოლანდიაში არასრულად აქვს წარმოდგენილი, დოკუმენტები არ არის დამოწმებული, რის გამოც, გამოძიების მტკიცებით, მას ძალა არ აქვს.
გამოცემა წერს, რომ რუხაძის საქმიანობაში შესაძლოა, სამი დანაშაული გამოიკვეთოს. ჟურნალისტებმა ფაქტების გადასამოწმებლად რუხაძის ბიზნესის მმართველს მიმართეს, რის საპასუხოდაც აგრესია მიიღეს და კითხვებზე არ უპასუხეს.
მასალაზე ნიდერლანდელი ჟურნალისტები „საერთაშორიოს გამჭვირვალლობა“ საქართველოსთან ერთად მუშაობდნენ.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ “ივანიშვილს და რუხაძეს დასავალეთში გამადიდებელი შუშით აკვირდებიან“.