სისტემას, რომელიც შექმნა ივანიშვილმა და სადაც წულუკიანი პრივილეგიებით სარგებლობს, დავანგრევთ! - ხაზარაძე
"პოლიტიკურ ასპარეზზე დიდი დრო არ დაგრჩათ!" - ასეთია "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამიკა ხაზარაძის პოზიცია.
განცხადება პოლიტიკოსმა "ტვ პირველთან" მას შემდეგ გააკეთა რაც, მისი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
"სასამართლო არის ის ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, სადაც წულუკიანი და მსგავსი მისნი სარგებლობენ პრივილეგიებით, ამას დავანგრევთ ", - ამბობს ხაზარაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდი და სასამართლო სისტემა ერთმანეთზეა "გადაჯაჭვული", სწორედ ამაზე მეტყველს ის, რომ თეა წულუკიანს და ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრებს სასამართლოში არ იბარებენ.
რაც იყო მოსალოდნელი ის განმეორდა. ჩვენ კიდევ ერთხელ , ასეთი ფაქტებით ვაძლევთ საზოგადოებას საშუალებას, დაინახონ თუ რა მოსამართლეების და რანაირი ხალხის ხელშია ეს ქვეყანა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად მის მიერ შექმნილი კომისია არის არალეგიტიმური, ამას, რომ თავი დავანებოთ კომისია, რომელიც გვიბარებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს არის არაკონსტიტუციურად შექმნილი, დარღვეულია კონსტიტუციის 48-ე მუხლი. სწორედ ამის ჩვენება გვინდა ჩვენ საზოგადოებისთვის, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ იპარავენ ადამიანების ხმებს და ძალაუფლებას, არამედ, ფეხ-ქვეშ აქვთ გადებული საქართველოს ძირითადი კანონი კონსტიტუცია.
რაც შეეხება დაბარებას, როცა ერთ მხარე მეორეს რაღაც პრეტენზიას უყენებს აუცილებელია, რომ ამ პრეტენზიის დამყენებელი ადამიანები, ისევე იქნან დაკითხული, როგორც მე და ბადრი ჯაფარიძე, ეს იგი კომისიამ დაგვიბარა კითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვემორჩილებით ამას და სასამართლომ უნდა მოისმინოს მეორე მხარის პოზიცია. ეს არის სწორედ ის, ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, სადაც წულუკიანი და მსგავსი მისნი სარგებლობენ რაღაც პრივილეგიებით ფარული ხელი მუშაობს და ეს ვრცელდება სასამართლოში, პოლიციაში და უამრავ უწყებაში. ამას დავანგრევთ ჩვენ ამას დავანგრევთ პირველ რიგში ასეთი ფაქტების მიწოდებით. თუ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იბარებთ, წულუკიანი და სუბარი ვინ არის, რა პრივილეგიით სარგებლობენ, რომ მათ ვერ უძახიან სასამართლოში. იმიტომ რომ ეს არის ერთი კლანი, ასეთი გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთზე და ეს გადაჯაჭვული კლანი არის დანაშაულებრივი ქმედება და ამას დავანგრევთ. დიდ დრო არ დაგრჩენიათ პოლიტიკურ ასპარეზზე ამას დავანგრევთ და ამ სასამართლოსაც მოგაყოლებთ უკან", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. მომდევნო პროცესი 27 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ასამართლებენ.