ირაკლი კუპრაძე: "ქართულ ოცნებას" ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება უნდა

19.05.25 21:42
ირაკლი კუპრაძე: "ქართულ ოცნებას" ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება უნდა

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე არ გამორიცხავს, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, კოალიციის ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააკავონ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" გადაცემა "საჯარო პოლიტიკას" ეთერში ამბობს, ე.წ. საგამოძიებო კომისია ორ მთავარ მიზანს ემსახურება:  ეს არის პროპაგანდის გავრცელება და "ოცნების" ოპონენტების  პასუხისგებაში მიცემა. 

ამ კომისიას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი - პროპაგანდა და პროპაგანდისტის საკვების მიცემა და მეორე მათ შორის დაჭერის სურვილი, რომ დააკავონ ის პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოების, სამოქალაქო აქტივიზმის მხარდამჭერის პროცესში.

ამ პროცესში, ვისაც აქვთ საკუთარი როლი, წვლილი, აქტიურობს... არც არავის დანაყოფი პარტია არ ვართ, არც დანაყოფის დანაყოფს არ წარმოვადგენთ და ა.შ. ამ ალტერნატივის შიში ყველაზე მეტად ჰქონდათ...

რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, უნდათ დაკავება, ყველაფერი ამაზე მიუთითებს. უბრალოდ ვერ ჩაჭიდეს ხელი, რომ რაიმე ტიპის მხარდაჭერა ჰქონდეთ", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადახდა,არ გადახდის ფაქტს, კუპრაძე თვლის, რომ პოლიტიკოსებმა რეჟიმს მათი ციხით განეირალების საშუალება არ უნდა მისცენ. 

კუპრაძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე კვირას "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე დააკავონ. 

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.  მომდევნო პროცესი 27 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ასამართლებენ.