ხომ არ ხდებოდა საარჩევნო უბნებიდან "ოცნების" შტაბებში ინფორმაციის LIVE რეჟიმში მიწოდება? - რას ამბობენ ცესკოში და როგორ იმართლებს თავს ივანიშვილის გუნდი

20.05.25 13:37
ხომ არ ხდებოდა საარჩევნო უბნებიდან "ოცნების" შტაბებში ინფორმაციის LIVE რეჟიმში მიწოდება? - რას ამბობენ ცესკოში და როგორ იმართლებს თავს ივანიშვილის გუნდი

რატომ დაუშვა "ცესკომ" საარჩევნო უბნებზე ისეთი კამერები, რომელიც Wi-Fi-ის და GPS ფუნქციით იყო აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლეოდა მსურველს LIVE რეჟიმში ედევნებინა თვალი რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე?. 

"შაბათის ეთერის" მიერ გასაჯაროებული სკანდალური დოკუმენტის შემდეგ,  "პირველებმა" ამ კითხვით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს მიმართა და ჰკითხა, იცოდა თუ არა რომ კამერები მსგავსი ფუნქციებიით იყო აღჭურვილი.

გიორგი შარაბიძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ დაინტერესებულმა მხარეს შეუძლია, ეს ინფორმცია პროკურატურას მიაწოდოს.

ეს არის ტყუილი...  თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, მიაწოდეთ პროკურატურას", - ამბობს შარაბიძე. 

ხომ არ ხდებოდა საარჩევნო უბნებიდან "ოცნების" შტაბებში ინფორმაციის LIVE რეჟიმში მიწოდება? - ეს კითხვა "პირველებმა "ოცნების" წევრებსაც დაუსვა. ივანიშვილის გუნდი დილიდან თავის მართლების რეჟიმშია, თუმცა კითვას, რატომ შეიძინეს კამერები Wi-Fi-ის და GPS ფუნქციით, ვერ პასუხობენ.

ჩანაწერი გაკეთდა ერთადერთი მიზნით, რომ ოპოზიციის ტყუილი, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის ვიდეო-მტკიცებულება ყოფილიყო, რომ არჩევნები არ გაყალბებულა", - ამბობს ბოჟაძე.  

კითხვაზე, წარადგინეს თუ არა სადმე ეს მტკიცებულება, ბოჟაძე ამბობს, რომ "თუ სასამართლო, ან ვინმე მოითხოვდა, იმ შემთხვევისთვის გაკეთდა".

ცესკო-ს ოპოზიციონერები აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ - ცესკო-სა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა კობახიძის თქმით, ცესკოს ახლა ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ კამერების ეს ფუნქციები არ გამოუყენებია. 

სულ რომ ამტკიცოს ახლა ცესკომ, რომ ეს ფუნქციები მას არ გამოუყენებია, რაც კამერებს ჰქონდა, იმდენად აქვს ნდობა საზოგადოებაში დაკარგული, რომ ამის დარწმუნებას ვერც ჩართული მხარეებისთვის და ვერც ამომრჩევლისთვსი ვერ მოახერხებს. რადგან ეს ფუნქცია ჰქონდა კამერას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამ დატვირთვითაც გამოეყენებინათ. ეხლა რეალური გამოძიება თუ ჩატარდება. მაშინ დავადგენთ ამ ამბის ჭეშმარიტებას". - ამბობს ანა კობახიძე. 

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მარტივად იყო შესაძლებელი, ინტერნეტით LIVE რეჟიმში საარჩევნო უბნებზე არსებული სიტუაცია სხვისთვის, დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც, რომ კამერას GPS-ის ფუნქცია აქვს, სპეციალისტების თქმით, ეს ფუნქცია ლოკაციის დადგენას შესაძლებელს ხდის. 

ცნობილია, რომ პარტიის საკუთრებაში არსებული 3685 ვიდეო კამერა ქართულმა ოცნებამ ცესკოს 2021 წელს გადასცა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ კამერა მაღალი გარჩევადობისა.