ივანიშვილის დეპუტატები: არ გვესმის რას ითხოვს მარტა კოსი
"ქართული ოცნება" ევროკომისარს განმარტებებს სთხოვს - ივანიშვილის გუნდის დეპუტატები კრიტიკას არ იღებენ და ამტკიცებენ, რომ არ ესმით რას ითხოვს ბრიუსელი ურთიერთობის გასაახლებლად.
რეჟიმი ირწმუნება, რომ ევროპული კურსი არ შეუცვლიათ და საგარეო პოლიტიკაში ცვლილებას, არც სამომავლოდ აპირებენ.
ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მარტა კოსის კომენტარები მისთვის "ბუნდოვანია". მისივე თქმით, გაუგებარია, რას გულისხმობს ევროკომისარი, როცა მთავრობას ევროპულ კურსის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
იგი გამოირჩევა ასეთი სახის ბუნდოვანი კომენტარებისგან. ცოტა ხის წინაც გააკეთა ამ ქალბატონმა კომენტარი, რომ ჩვენ შეიძლება მაქსიმალურად მკაცრად მივუდგეთო "ქართულ ოცნებას", იმავე ინტერვიუში გააკეთა კომენტარი, რომ შეიძლება მოლაპარაკების გზით წავიდეთო. ახლა ცოტა, ბუნდოვან კომენტარს აკეთებს და ცოტა ვერ ფიქსირდება მისი პოზიცია.
და დანარჩენი -"ქართული ოცნება" დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, რას გულისხმობენ? გავიწვიოთ ანტი ელგებეტე კანონი, გავიწვიოთ გამჭირვალობასთნ დაკავშირებული კანონები, გამოვუშვათ ციხიდან მიხეილ სააკაშვილი თუ კონკრეტულად, რას გულისხმობს. ჩვენ არცერთ არ დავთმობთ, ჩვენ ქვეყანაში გამჭვირვალობაც იქნება, ლგბტ პროპაგანდა არ იქნება, არც ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, ვინაიდან სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და კრიმინალი სააკაშვილიც ბოლომდე მოიხდის სასჯელს. თუ ამას გულისხმობენ მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდებით და ჯობია, რომ უფრო რეალური წინადადებაშემოგვთავაზონ", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ლადო ბოჟაძე ირწმუნება, რომ "ოცნებას" ევროკავშირთან ცალკეული ურთიერთობები აქვს და მისი თქმით, მარტა კოსის განცხადება არაფერს ნიშნავს, რადგან კოსი არ არის "გადაწყვეტილების მიმღები პირი".
ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბიუროკრატია ბრიუსელში და ქალბატონი მარტა არ იღებს გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, რომელსაც შეხვდა ირაკლი კობახიძე. ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ცალკეული ურთიერთობები, ცალკეული სახელმწიფოს ლიდერებთან გვაქვს ურთიერთობები და აქედან გამომდინარე ჩვენ გაქვს ურთიერთობა ლიდერებთან, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებენ მარტა კოსის ნაირების კომისრები უნდა იყვნენ თუ არა. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპასთან თანამშრომლობას და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ სახელმწიფოს ლიდერები და არა კომისრები. ალბანეთში ვიზიტი იყო გადატვირთვის დასაწყისი და ქართული მედია სხვანაირად ფიქრობს. ჩვენ აღიარება არ გვჭირდება, ჩვენ აგვირჩია ხალხმა ", - ამბობს ლადო ბოჟაძე.
საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე "Euroscope"-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.