მწვავე გზავნილები ბრიუსელიდან - მარტა კოსის განცხადებას ოპოზიციაში აფასებენ
მწვავე გზავნილები ბრიუსელიდან - ოპოზიციისთვის მარტა კოსის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამ პირობებში "ქართულ ოცნებას" დასავლეთთან ურთიერთობები არ გამოუვა.
"ოცნების" ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილს გუნდს არ აქვს სურვილი ევროკავშირთან ურთიერთობის განახლების, სხვა შემთხვევაში სხვანაირი საგარეო და საშინაო პოლიტიკას აწარმოებდნენ.
"ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის გუნდი "მოჩვენებითი ნაბიჯებით" ცდილობს, პროპაგანდის გავრცელებს, რომ თითქოს მათ დასავლეთთან ურთიერთობა აქვთ, რაც რეალურად "ტყუილია".
ის მოჩვენებითი პროპაგანდისტული ნაბიჯები, რომ ვითომ რაიმე კომუნიკაცია აქვს დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებს ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი, რა თქმა უნდა, ევროპელი ლიდერები მზად არიან ესაუბრონ "ქართული ოცნების" ლიდერებს, ოღონდ კრიზისიდან გამოსავლის გზებზე და რომ დაბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ "ქართული ოცნება" ამისთვის არ არის მზად", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
ევროპულ გზაზე დაბრუნება, მისთვის ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ინსტიტუტებს და ნიშნავს სამართლიან სასამართლოს და სამართლიან არჩევნებს. შესაბამისად, რეჟიმს ცვლილების გარდა არ არსებობს გზა, რაც ამ ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე, ამიტომ ეს გზავნილი უნდა გავიგოთ შემდეგნაირად შეცვალეთ რეჟიმო", - ამბობს თამარა ჩერგოლეიშვილი.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერი, ელენე ხოშტარია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფების ერთადერთი წინაღობა "ქართული ოცნებაა".
მხარეს ვუჭერდით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ხალხის გამო, ხოლო მთავარი წინაღობა ეს არის "ქართული ოცნება" ახლა ეს "ქართული ოცნება", რომ არ უნდა იყოს ხელისუფლება ეს არის ჩვენი მოსაგვარებელი, ეს მათი პორტფელი არ არის თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ გვეუბნებიან თუ ეს სტატუსი შენარჩუნდება საქართველოს პერსპექტივა ევროპაში არ აქვს",- ამბობს ელენე ხოშტარია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარია, ოპოზიციონერ ლიდერებს ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და საქართველოს მისი სახელმწიფოს ბედი გადაწყდება უპირველეს ყოვლისა თბილისში და საქართველოში. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა, რომ ქართველ ხალხთან მქონდეს მჭიდო ურთიერთობა ", - ამბობს ნიკა მელია
საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე "Euroscope"-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.