მოსამართლე, რომელიც არ იქნებოდა წინასწარ ისტრუქტაჟის ქვეშ, მიიღებდა გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ - ნიკა გვარამია

20.05.25 20:37
მოსამართლე, რომელიც არ იქნებოდა წინასწარ ისტრუქტაჟის ქვეშ, მიიღებდა გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ - ნიკა გვარამია

 

 

ათიდან ათ შემთხვევაში, მოსამართლე, რომელიც არ იქნებოდა წინასწარ ისტრუქტაჟის ქვეშ, მიიღებდა გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ, - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ დღევანდელი მისი სასამართლო პროცესი. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა თქვა, რომ პროცესი სისხლის სამართლის ნორმის არარსებობის პირობებში ჩატარდა, თუმცა სხვაგვარი გადაწყვეტილების მოსამართლისგან არც ჰქონია. 

ამასთა, ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

კარგია, რომ ჩემს პროცესებზე მაინც იწყებენ მოსამართლეები ფიქრს, იმიტომ, რომ ტვინს ფიზკულტურა სჭირდება ზოგჯერ. პროკურორებს, სამწუხაროდ, ეს არ ემუქრებათ, იმიტომ, რომ ტვინის ფიზკულტურას ტვინიც სჭირდება ასევე. კარგად მესმის, რაც ხდება. სხვა მოლოდინი არ გვქონია არც მე, არც ჩემს ადვოკატებს. მარტივი საკითხია: "ცეცხლი ოლიგარქიას!". ათიდან ათ შემთხვევაში, მოსამართლე, რომელიც არ იქნებოდა წინასწარ ისტრუქტაჟის ქვეშ, მიიღებდა გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ. მე არავითარი მოლოდინი არ მქონია, რა ხდება და როგორ ხდება და ამ მოსამართლის მიმართაც არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მას პროცესი მიჰყავდა იმგვარად, რომ ერთი შეხედვით შეიძლება, სხვაგვარი შთაბეჭდილება დაგვრჩენოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პროცესი არის სისხლის სამართლის ნორმის არარსებობის პირობებში ჩატარებული პროცესი. მოსამართლემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს არ უნდა ექნა, ამიტომ იფიქრა ერთი საათი ერთი წუთის ნაცვლად, როგორც აქამდე ხდება, მაგრამ რას ვიზამთ?

მოსამართლის გადაწყვეტილება რომ ამგვარია, პირველ რიგში, იმით არის ნაკარნახევი, რომ მაშინ ჯაფარიძე-მელიას გადაწყვეტილებებიც უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ რაც შეეხება გირაოს არგადახდას, შემიძლია გითხრათ, რომ მე გირაოს არ გადავიხდი. ეს არის ჩემი პრინციპული და შინაგანი რწმენით განპირორებული გადაწყვეტილება, ამიტომ ეს მოსამართლე თუ სხვა მიიღებს ასეთ თუ სხგაგვარ გადაწყვეტილებას, ჩემთვის მეორეხასიხოვანია, - ამბობს ნიკა გვარამია.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვიტა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.

პროცესზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი მოსამართლეს უხსნიდა, რატომ არ უნდა დაწყებულიყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. გვარამიამ მთავარ არგუმენტად ის მუხლი დაასახელა, რომელიც წაყენებული აქვს. ირკვევა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლს ანალოგი ადმინისტრაციულ კოდექსსიც აქვს. 

ნიკა გვარამია დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ გამოძიება მაინც და მაინც სისხლის სამართლის მუხლით და რატომ დათანხმდა გაბიტაშილის უწყება უაპელაციოდ წულუკიანის მოთხოვნას, როდესაც ადმინისტრაციულ კოდექსში მსგავის მოქმედი მუხლი არსებობდა.