სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - მიხეილ სააკაშვილი
სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანილ განაჩენს.
სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას.
მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა.
მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.