გაყიდეს თუ არა "რიყის დოქები" მინიმალურ ფასად? - ექსპერტები და ოპოზიცია სავარაუდო, კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს
გაყიდეს თუ არა "რიყის დოქები" მინუმალურ ფასად? - ექსპერტები სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.
ირაკლი აბესაძის თქმით, შპს "რიყე დომმა", რომელმაც დავით ხიდაშელისგან 10,020,000 ლარად "რიყის დოქების" ტერიტორია იყიდა, ამ ფასშივე შეიძინა შენობა-ნაგებობაც, რომლის მთლიანად ან ნაწილებად გაყიდვის შემთხვევაში გაცილებით დიდი რაოდენობის თანხას მიიღებს.
მაღალი ალბათობით, ახალმა შემძენმა "რიყე დომმა" ასევე 10 მილიონ ლარად შეიძინა ეს შენობა-ნაგებობა, ხოლო მისი დაშლის და მასალებად გაყიდვის შემთხვევაში, ე.წ. ინვესტორი გაცილებით დიდი რაოდენობის თანხას მიიღებს, ვიდრე 10 მილიონი ლარია. ანუ, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ქალაქის ცენტრში, თითქმის 15 ათასი კვ. მიწის ნაკვეთი უფასოდ გადაეცა, "ვიღაც" ინვესტორს", - ამბობს ირაკლი აბესაძე.
"რიყის დოქების" გაყიდვის ღირებულება რომ ძალიან იაფია, ამაზე საუბრობს გახარიას გუნდის წევრი, გიორგი შარვაშიძეც. ოპოზიციონერის თქმით, ის თანხა, რომელიც გაჟღერდა რომ პოტენციური ინვესტორმა გადაიხად, ამ ადგილზე მიწის რეალურ ღირებულებას არ შეესაბამება.
თუ სურთ, რომ ქალაქს შეუნარჩუნონ იერსახე, აქ უნდა მოხდეს, ამ დოქების დემონტაჟი და არანაირ ახალ მშენებლობაზე საუბარი არ უნდა იყოს და თუ მაინცდამაინც იქ ისინი აპირებენ რაიმე სახის მშენებლობას და გასაგებია, რომ აქ მეორე კომპონენტი შემოდის, რომ ეს, რა თქმა უნდა, იქნება კორუფციული გარიგება, ამიტომ ის თანხა, რომელიც გაჟღერდა რომ იხდის პოტენციური ინვესტორი, ბუნებრივია არ შეესაბამება ამ ადგილზე ამ მიწის რეალურ ღირებულებას, მაშინ აუცილებლეია, რომ მოხდეს საჯარო განხილვა, აქ უნდა მოხდეს ჩართვა არქიტექტორების, სპეციალიესტების და სწორედ თბილისელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება", - ამბობს გიორგი შარვაშიძე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქისთვის მორიგი არასაჭირო და შეუსაბამო მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს.
ეს ტერიტორია არის ქალაქის ისტორიული ნაწილი. ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა დაკავშირებულია ძალიან ბევრ საკითხთან და ბევრი რისკის შეფასებასთან. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რას უშვება ივანიშვილი და კახა კალაძე ქალაქის ისტორიულ ნაწილს, როგორ ამახინჯებდნენ წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქის ყველაზე ძველ ნაწილს და სავარაუდოდ, აქაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მორიგი ქალაქისთვის არასაჭირო და შეუსაბამო მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს", - აცხადებს საბა ბუაძე.
- ირკალი კობახიძემ და კახი კალაძემ დღეს დაადასტურეს, რომ რომ თბილსის ცენტრში ე.წ. რიყის დოქები დაინგრევა. კალაძემ თქვა, რომ მის ნაცვლად, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს. სასტუმროს შესაძლო აშენებაზე საუბარია ირაკლი კობახიძის განკარგულებაშიც.
ცნობისთვის აპრილის თვეში “რიყის დოქები“ კვლავ გაიყიდა - ობიექტი, რომელიც 2022 წლის 24 მარტს ბიძინა ივანიშვილის პარტნიორმა, დავით ხიდაშელმა 10,020,000 ლარად იყიდა, ამჯერად, შპს ,,რიყე დომმა” შეიძინა.
ირაკლი აბესაძის თქმით, შპს "რიყე დომ"-ის დირექტორი, მიხეილ ტყეშელაშვილი "ქართული ოცნების" ე.წ. დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველია.
აბესაძეს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, "რიყის დოქების" რეალური მყიდველი სწორედ გიორგი ბარვენაშვილი იყოს.
"რიყის დოქების" გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავას დავით ხიდაშელმაც.
- როგორც ხიდაშელის განცხადებაშია აღნიშნული, "სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო" "რიყის დოქებში" დაგეგმილი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.