ირაკლი, ხალხს ვერ მოატყუებ - გიორგი ვაშაძე

21.05.25 15:33
ირაკლი, ხალხს ვერ მოატყუებ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამერიკასთან გადატვირთვის გზა ახალი არჩევნებსა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე გადის და ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან სხვა ნებისმიერ საკითხზე საუბარს აზრი არ აქვს.

ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან, უბრალოდ ფიქრობენ, რომ რამენაირად ხალხს მოატყუებენ. ირაკლი ხალხს ვერ მოატყუებ - ამბობს ვაშაძე. 

საუბრობენ გადატვირთვაზე, გადატვირთვის გზა არის ძალიან კონკრეტული - ახალი არჩევნები ახალი წესებით და სინდისის პატიმრების გამოშვება. სხვა ნებისმიერი თემაზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბარს აზრი არ აქვს. ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან, უბრალოდ ფიქრობენ, რომ რამენაირად ხალხს მოატყუებენ. ირაკლი ხალხს ვერ მოატყუებ", - თქვა ვაშაძემ. 

ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ღია წერილზე დონალდ ტრამპისგან პასუხი არ მიუღია, თუმცა აღნიშნა, რომ "დუმილიც მნიშნელოვანი პასუხია". ივანიშვილის პრემიერმა ასევე ისაუბრა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზეც და ირმუნებოდა, რომ არაერთხელ უკითხავთ შტატებისთვის, თუ რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ" ამისთვის. 

მსგავსი სიახლეები