ღია წერილი ტრამპს - კობახიძე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

21.05.25 12:07
ღია წერილი ტრამპს - კობახიძე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

 

 

ირაკლი კობახიძე ტრამპის მიმართ გაგზავნილ ღია წერილზე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს - ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ წერილზე შტატებიდან არ უპასუხიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ "დუმილიც მნიშნელოვანი პასუხია"

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია, - განაცხადა კობახიძემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

"პირველების" კითხვაზე, თუ რას ნიშნავს "დუმილი მისთვის" - ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "ამას თავად განმარტავენ".

"პირველებმა" კობახიძეს ასევე კითხვა დაუსვა სახდეპის გზავნილზე, რომელმაც თქვა, რომ "ოცნებამ იცის რაც უნდა გააკეთოს. 

არაერთხელ დაგვისვამს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ, ხომ ამბობენ ამას, რომ "იციან, რა არის გასაკეთებელი", ვეკითხებით - აბა რა გავაკეთოთ და ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ, ვერ გვეუბნებიან. მაგალითად ვეღარ გვეუბნებიან, რომ მაგალითად გამჭვრივალობის კანონი უნდა გავაუქმოთ, იმიტომ არ გვეუბნებიან, რომ ახალმა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ივანიშვილის პრემიერმა ისაუბრა „MEGOBARI აქტზეც“ და კონგრესის მიერ მხარდაჭერილი აქტი "მტრულად" შეაფასა. 

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ასევე ნახეთ: