ბადრი ჯაფარიძე: ანტიამერიკული მთავრობა დიდ საფასურს გადაიხდის

22.05.25 11:08
ბადრი ჯაფარიძე: ანტიამერიკული მთავრობა დიდ საფასურს გადაიხდის

ანტიამერიკული მთავრობა დიდ საფასურს გადაიხდის - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე  აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

  •  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ანტიამერიკული მთავრობა" უწოდა.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით,  რუბიოს ძალიან მკაფიო განცხადებას, კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება. 

პირველად ითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან, რომ მიმდინარეობს აქტიური შეფასება იმ შესაძლო ზიანის, რომელიც შეიძლება მიაყენოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს, მნიშვნელოვან ქვეყანაში ანტიამერიკული მთავრობის ყოფნამ.

რუბიოს განცხადება ამ თვალსაზრისით არის ძალიან მკაფიო, მნიშვნელოვანი გზავნილი და ვფიქრობ, ამას მოჰყვება შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები და განცხადებები. რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყანაში, ანტიამერიკული მთავრობის მიერ ამერიკის ინტერესებისადი ზიანის მიყენების შემთხვევაში ეს ანტიამერიკული მთავრობა გადაიხდის დიდ საფასურს"- თქვა ჯაფარიძემ.

მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ "ზომებს მიიღებს".      

მსგავსი სიახლეები