ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია - გერმანიის ელჩი

22.05.25 12:04
ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია - გერმანიის ელჩი

 

 

პარტნიორობას ორი მხარე სჭირდება - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი TV პირველთან აკეთებს. 

დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველო-გერმანიის მეგობრობა ახლა პრობლემურია.

მე მადლიერი ვარ სოლიდარობის მესიებისთვის. ასეთი ინციდენტები ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე.  უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია, მაგრამ ჩვენი მეგობრობის შემოთავაზება ძალაშია. 

მინდა ვთქვა, რომ პარტნიორობას ორი მხარე სჭირდება. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის წევრობას, 20 წელია კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს და ჩვენ ამის გაგრძელება გვინდა"- დასძინა დიპლომატმა. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები