გერმანიის ელჩზე თავდამსხმელი ახალი ანგარიშსწორებით იმუქრება

22.05.25 17:36
გერმანიის ელჩზე თავდამსხმელი ახალი ანგარიშსწორებით იმუქრება

 

 

გერმანიის ელჩზე თავდამსხმელი კაცი ახალი ანგარიშსწორებით იმუქრება - ვალერი ქოჩიაშვილი, ვინც პეტერ ფიშერს შეურაცხყოფა მაიყენა ამ დრომდე თავისუფლებაზეა.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, გამოკითხეს, თუმცა განყოფილებიდან გაუშვეს.

კი, პოლიციამ გამომკითხა, დაკითხვაზე დამიბარა. ჩემს წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება.

კი, ყველაფერი დაიწყო და გერმანიის ელჩს დავსჯით და გავაძევებთ აქედან.

რატომ უნდა დავეკავებინეთ, მე პატარა ბიჭი კი არ ვარ, რომ ვინმემ დამავალოს, ან ბიძინამ, ან ბიძინასიანებმა. ელჩის მოვალეობაა, დიპლომატია და არა ქვეყნის საქმეებში ჩარევა.

დაკავება როგორ არ დამიშვია, მაგრამ რატომ უნდა დამაკავონ. გერმანიის ელჩი კი არ არის ეგ, გერმანიის აგენტურაა.

რა უნდა ვინანო, რომ საქართველოს დავუდექი გვერდით? აი, ეგ გაინტერესებთ თქვენ, ქვეყნის გადარჩენა კი არ გაინტერესებს, შენ გაინტერესებს "გავხეთქავ შუაზე"- აცხადებს ქოჩიაშვილი. 

ცნობისთვის, 18 მაისს, ბათუმში, მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს თავს დაესხა და აგინა. 

ბათუმში მომხდარი ფაქტი "პირველებთან" დაადასტურა. პეტერ ფიშერმა TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ბათუმში მომხდარის დეტალები გაიხსენა.

ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ბათუმის ქუჩებში მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა  მასთან აგრესიული მამაკაცი მივიდა, ლანძღვა და ყვირილი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები