ცნობილია თარიღი, როდის განიხილავს ლონდონის სასამართლო ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავას
ლონდონის სასამართლო (JCPC) ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse Life (Bermuda) შორის 607 მილიონი დოლარის ღირებულების დავას 16-19 ივნისს განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირაკლი აბესაძე ავრცლებს.
- ლონდონის სასამართლო კომიტეტი იმსჯელებს, გადაეცეს თუ არა ბერმუდაში მოგებული პროცესის შედეგად ივანიშვილს 607 მილიონი დოლარი.
როგორც აბესაძე წერს, ივანიშვილის დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში მას ეს თანხა გაეყინება, თუნდაც ლონდონის სასამართლოში აღნიშნული დავა მოიგოს.
P.S. აღარაა ხომ გასაკვირი, რატომ ეშინია განსაკუთრებით ბრიტანეთის სანქციების?! - წერს აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა.
მიზეზად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "არასანდო რეპუტაცია" დასახელდა.
2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.