გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა
გავრცელებული ინფორმაციით,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ცნობისთვის, ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა.
მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე საზოგადოებას თავი საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბებით დაამახსოვრა, რა დროსაც მან დეპუტატ ქალებს აგინა და საცემად გაიწია. ასევე tvpirveli.ge-ს არქივში ინახება მასალა, სადაც დეპუტატი რუსული კოტეჯებით არის დაინტერესებული.