EU-ს დიპლომატი ქვეყანაში არ შემოუშვეს - პირველი კომენტარები "ოცნებაში"
ქვეყანაში EU დიპლომატის არშემოშვებასთან დაკავშირებით "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება - დღეს "პირველებმა" ივანიშვილის დეპუტატებს ჰკითხა, თუ რა მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენელი საიმონ ვანდერბრუკი.
არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ვახო გომელაურის უწყება თავად წყვეტს "სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე" ვინ შემოშვას ქვეყანაში და ვინ არა.
არ მაქვს ინფორმაცია, ვინმე შემოუშვეს თუ არ შემოუშვეს. საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა და შესაბამისად, შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაგცემენ პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთი ადამიანი შესაძლებელია შემოშვებული იყოს საქართველოში ან არ იყოს შემოშვებული სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე", - აცხადებს გორდულაძე.
დავით მათიკაშვილის თქმით, კი ვინც ევროკავშირის დიპლომატსი ქვეყანში არშემოშვების გადაწყვეტილება მიიღო, "შესაბამისი არგუმენტაცია ექნებოდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა"
კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო სამსახურებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჰქონდათ შესაბამისი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ", - ამბობს დავით მათიკაშვილი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "პირველებს" უდასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა.
საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო - წერია "პირელებისთვის" გამოგზავნილ კომენტარში.