ევროკავშირის წარმომადგენლობა "პირველებს" უდასტურებს, რომ მათი დიპლომატი საქართველოში არ შემოუშვეს

23.05.25 12:58
ევროკავშირის წარმომადგენლობა "პირველებს" უდასტურებს, რომ მათი დიპლომატი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "პირველებს" უდასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოგზავნილ წერილობით კომენტარში წერია, რომ ბელგიელი დიპლომატის, ევროდელეგაციის წარმომადგენელის, საიმონ ვანდერბრუკის საქართველში არშემოშვება ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა.

საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო - წერია "პირელებისთვის" გამოგზავნილ კომენტარში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვაც საქართველოსთვის ვალდებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე", - წერია წერლობით კომენტარში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის წერილობით კომენტარში პირდაპირ წერია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაკა ბოჭორიშვილის უწყება ინფორმაცირებულია, თუმცა იმის მიუხედავად, რომ "პირველები" მათგან პასუხს დილიდან ელოდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

"პირველების" ინფორმაციით, ბელგიელი დიპლომატი, ევროდელეგაციის წარმომადგენელი საიმონ ვანდერბრუკი საქართველოდან იმავე ბორტიით გააბურნეს, რომლითაც ჩამოფრინდა.  

მსგავსი სიახლეები