რა ხდება აფხაზეთის მთავრობაში - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია

23.05.25 13:28
რა ხდება აფხაზეთის მთავრობაში - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია

რა გახდა ლევან მგალობლიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი ფხაზეთის უმაღლესი საბჭოში განმარტებების გაკეთება უჭირთ. ამის მიუხედავად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, აფხაზეთის მთავრობაში გაურკვეველი მდგომარეობაა. მისი თქმით, დაწყებულია რეორგანიზაციის პროცესი და ბევრი ადამიანის ბედი ჯერ ისევ გასარკვევია.

ყოლბაია ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყეტილება გარკვეულწილად, კარგიცაა, რადგან ჰაერში დარჩენილი ადამიანებისთვის ეს შვებაც კი იქნება. 

ერთი ორი, სამი კვირაა უკვე მიდის საუბარი და ცოტა არ იყოს და გაუგებარია. ადამიანი 8 თვეა მუშაობს და ვერ მოხდა სიტუაციების დალაგება. ძალიან გაუკრვეველ მდგომარეობაშია პროცესი, დაწყებულია რეორგანიზაცია, ბევრი ადამიანი ჰაერშია და მემგონი ეს გადაწყვეტილება რომ მიღებულია, თუ მისაღები იყო, ეს კარგია, რამეთუ ეს ადამიანებისთვის გარკვეულწილად შვებაც არის. გადაწყვეტილება მიიღება უმაღლეს დონეზე, იმიტომ, რომ აფხაზეთის კონსტიტუციაში გაწერილია აფხაზეთის მთავრობის დანიშვნის და გათავისუფლების წესი, - ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. 

აფხაზეთის მთავრობაში ერთ ერთი მინისტრი კობახიძის სიძეა. არსებობს ვერსია, რომ მგალობლიშვილის პოსტიდან წასვლა შესაძლოა, სწორედ კობახიძის სიძესთან დაპირისპირება ყოფილიყო.

"ქართული ოცნება" ვერ ამბობს, რა მიზეზით დატოვა ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა. ივანიშვილის დეპუტატები ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილის შემცვლელი, შესაძლოა, საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე იყოს.  

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა

ცნობისთვის, ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები