EU-ს დიპლომატის ქვეყანაში არშემოშვებას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება - თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ EU-ს დიპლომატის ქვეყანაში არშემოშვებას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება - პოლიტიკოსის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ "ოცნების" პოლიტიკა უცხოელებთან მიმართებაში აუცილებლად შეეხებოდა დიპლომატებსაც და ეს პროცესიც დაიწყო.
ხიდაშელი ასევე ეხმაურება გერმანიის ელჩზე თავდასხმასაც და ამბობს, რომ ის, რომ ვალერიან ქოჩიაშვილი დღემდე თავისუფალია და ამ ფაქტზე ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია, ეს პირდაპირ აჩვენებს "ოცნების" დამოკიდებულებას.
ეს რაღაცა პარანოია, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაემართა უცხოელებთან მიმართებაში, სრულიად ერთმნიშვნელოვნად გადაინაცვლებდა რაღაც ეტაპზე დიპლომატების მიმართ, ეს ცალსახა იყო და არც დაგვიანდა ეს პროცესი. მე პირადად არ მინახავს ევროკაშირის ოფიციალური განცხადება, მაგრამ მე პირადადც მაქვს ინფორმაცია, რომ დიპლომატზეა საუბარი, რომელიც არ შემოუშვეს ქვეყანაში. ამას რა თქმა უნდა ძალიან ცუდი შედეგბი მოჰყვება, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ყველაზე უფრო მძმე მაინც ის არის, რაც ხდება გერმანიის ელჩთან მიმართებით, როცა დიპლომატებზე ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ ადამიანს მიაყენეს შეურაცხყოფა, 2 დღეა ის კაცი, ვინც მიაყენა შეურაცხყოფა, საჯაროდ იმუქრება, რომ ფიზიკრუად გაუსწორდებ სადაც შეხვდება და ნული რეაქციაა ამაზე. არვიცი, ალბათ ყველაზე უფრო ცუდ სიზმარში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ შეიძლება საქართველოში გერმანიის ელჩს ფიზიკურად ვინმე გაუსწორდეს, მაგრამ უკვე ამათ პირობებში აღარაფერს აღარ გამოვრიცხავ", - ამბობს თინა ხიდაშელი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "პირველებს" უდასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა.
საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო - წერია "პირელებისთვის" გამოგზავნილ კომენტარში.