EU-ს დიპლომატის ქვეყანაში არშემოშვების სკანდალი - მაკა ბოჭორიშვილის უწყების პირველი განმარტება
EU-ს დიპლომატის, საიმონ ვანდერბრუკის ქვეყანაში არშემოშვების სკანდალი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ განმარტებას აკეთებს.
მაკა ბოჭორიშვილის უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, აღნიშნულზე გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“.
ბოჭორიშვილის უწყებამ განცხადება მას შემდეგ გააავრცელა, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ "პირველებს" დაუდასტურა, რომ რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“, - ნათქვამია ევროკავსირის წარმომომადგენლობის მიერ "პირველებისთვის" მოწერილ კომენტარში.