შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარი დიპლომატიური სკანდალის შემდეგ

23.05.25 15:04
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარი დიპლომატიური სკანდალის შემდეგ

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარი დიპლომატიური სკანდალის შემდეგ - ვახო გომელაურის მოადგილე საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ევროკავშირის მისიის მონაწილე დიპლომატი ქვეყანაში მესაზღვრის მიერ დაშვებული, ტექნიკური შეცდომის გამო არ შემოუშვეს.

მოგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადვილი, თუმცა ეს იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება. იგივე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან. ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად, საქართველოში შემოსვლის და დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი, სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია და მე მგონი, ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ვინ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და ჰქონდა თუ არა რიგით მესაზღვრეს ამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების მიღება - დარახველაძე კონკრეტულ ადმიანებზე არ საუბრობს და არც დეტალებზე საუბრობს. 

ამ შემთვევაში კონკრეტულ ადამიანებზე არ ვისაუბრებ. დეტალებზე არ ვისაურებ", - თქვა დარახველიძემ. 

EU-ს დიპლომატი ქვეყანაში არშემოშვების შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 

მაკა ბოჭორიშვილის უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, აღნიშნულზე გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“. 

ბოჭორიშვილის უწყებამ განცხადება მას შემდეგ გააავრცელა, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ "პირველებს" დაუდასტურა, რომ რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა.