ივანიშვილი Credit Suisse-თან დავის მოლოდინში - რატომ ეშინია ოლიგარქს ბრიტანული სანქციების?

23.05.25 15:44
ივანიშვილი Credit Suisse-თან დავის მოლოდინში - რატომ ეშინია ოლიგარქს ბრიტანული სანქციების?

ბანკებში გაყინული ოლიგარქის მილიონების საქმე ლონდონის სასამართლოშია - ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse Life-ს შორის 607 მილიონიანი დავა დასკვნით ფაზაში გადადის. სასამართლო პროცესი ლონდონში 16-19 ივნისს არის ჩანიშნული. 

უკვე წლებია ივანიშვილი ამ ფულისთვის იბრძვის, თუმცა, ირაკლი აბესაძის თქმით, ის მოცემულობა, როდესაც ოლიგარქს ბრიტანული სანქციები ემუქრება და ამის შესახებ საკითხი ბრიტანეთის თემთა პალატაში არაერთხელ დააყენეს, ამ სურათს ცვლის, რადგან დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში მას ეს თანხა მაინც გაეყინება.

  • ცნობისთვის, ივანიშვილმა ბერმუდას სასამართლოში დავა მოიგო, თუმცა უშედეგოდ. გადაწყევტილება გასაჩივრებულია და ახლა ლონდონის სასამართლომ უნდა თქვას ამ საქმეზე საბოლოო სიტყვა.

განცხადებები ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით მივა ბოლომდე და ივანიშვილი დასანქცირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას არ მიეცემა შესაძლებლობა ეს 607 მილიონი დოლარი. ის უბრალოდ გაიყინება და არ გადაერიცხება ივანიშვილს. ეს არის სინამდვილეში ის, რაც ივანიშვილს ადარდებს ყველაზე მეტად. ეს არის ის, რის გამოც ის თავს ესხმის საკუთარი მარიონეტების ხელით ბრიტანეტს, უწოდებს, რომ თითქოს "დიფ სთეითია" გაბატონებული და თითქოს ვინმე პიროვნულად ებრძის. ეს არომ ასე იყოს,  რა თქმა უნდა, ვერც წინა ინსტანციებშ და ვერც ბერმუდას სასამართლოში ვერ შეძლებდა ის ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში ივანიშვილს, მაღალი ალბათობით, სხვა ტიპის ქონებაც ძალიან ბევრი აქვს, იმიტომ, რომ ვიცით, რომ მისი ოფშორების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ  დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში იყო, მაგრამ ყველაზე ხელშესახები და ყველაზე მსხვილი აქტივი ალბათ არის სწორედ ეს 607 მილიონი, რომელიც მას უნდა ჩაურიცხოს Credit Suisse-მა სასამართლოში წარმატების შემთხვევაში და რომელიც მას  არ ჩაერიცხება, თუკი ის დიდი ბრიტანეთის მხრიდან დასანქცირდება", - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

ივანიშვილის პარტიაში ამბობენრ, რომ ბრიტანეთის სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ.  გია ვოლსკი ამბობს, რომ "ბრიტანეთის სასამართლო ბრიტანეთის ხელისუფლებას არ ნიშნავს", რომლის მიმართაც საქართველოს "პრეტენზიები გააჩნია". 

ბრიტანეთში მიმდინარე სასამართლო დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანეს. ის რომ ივანიშვილის მიმართ ეს ფინანსური ბერკეტი დიდი ხანია გამოყენებულია, ეს ყველამ იცის. არაფერია გამორიცხული. ჯერ ეს ერთი არავითარი პანიკა არ არსებობს. პანიკა რომ არსებობდეს, არ იქნებოდა გაცხადებული პრინციპი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. არსებობს საქართველოს, არსებობს საქართველოს ინტერესი- საქართველო უპირველეს ყოვლისა. ბრიტანეთის სასამართლო არ ნიშნავს ბრიტანეთის ხელისუფლებას. თუ ბრიტანეთის ხელისუფლების მიმართ გარკვეული პრეტენზიები გაგვაჩნია, ისე როგორც ბრიტანეთს გააჩნია პრეტენზიები სხვა ხელისუფლებათ მიმართ, ისევე როგორც ბრიტანეთის მიმართ გააჩნია პრეტენზიები მაგალითად ილონ მასკს, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თემა. რატომ უნდა გიხაროდეს ის, რომ ივანიშვილს რესურსი მოაკლდება, მაშინ, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ეს რესურსი უშველებელი პროგრამებისთვისა რის გამოყენებული, რომელიც ევოვნულ ინტერესებს პასუხობს", - ამბობს გია ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა. 

მიზეზად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "არასანდო რეპუტაცია" დასახელდა. 

2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.