რა ხდება აფხაზეთის მთავრობაში? - რას უყვება წყარო "პირველებს" და რას ამტკიცებენ "ოცნებაში"

23.05.25 17:46
რა ხდება აფხაზეთის მთავრობაში? - რას უყვება წყარო "პირველებს" და რას ამტკიცებენ "ოცნებაში"

რა ხდება აფხაზეთის მთავრობაში? - "პირველებს" წყარო უყვება, რომ პარლამენტიდან აფხაზეთის მთავრობაში გადანიშნული ყოფილი დეპუტატის, ლევან მგალობლიშვილის მიმართ უკმაყოფილებას თანამშრომელი გამოთქვამდნენ.

როგორც წყარო "ტვ პირველთან" ამბობს, მგალობლიშვილი თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა და ეს იმდენად დიდ პროტესტს იწვევდა მათში, რომ ერთპარტიული პარლამენტიდან გია ვოლსკიმაც კი შეუთვალა მგალობლიშვილს, რომ "შესაფერისად მოქცეულიყო". 

თუმცა, ამ ამბავს უფრო სკანდალურს ხდის ჩვენს მიერ გარკვეული კიდევ ერთი დეტალი - სავარაუდოდ, ლევან მაგლობლიშვილის პოსტი კობახიძის სიძესთან დაპირისპირებას ემსხვერპლა. წყაროდ ინფორმაციით, ყოფილმა დეპუტატმა ივანიშვილის დანიშნული პრემიერის სიძის სამინისტროს უფლებები შეუკვეცა, თავად დავით ფიფიას კი ფუნქციები ჩამოართვა.

მგალობლიშვილისთის "რამის შეთვლას" ტყუილს უწოდებს გია ვოლსკი და აცხადებს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში არავითარ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია .

მეტიც, ვოლსკი ირწმუნება, რომ მგალობლიშვილის თანამდებობიდან წასვლის ინფორმაცია მცდარია.

"ხო აი მე ვუთხარი, ლევან ცოტა ჭკვიანად მოიქეცი ლევან... არავითარი მსგავსი შეთვლები არ ყოფილა. ეს გავრცელებული ინფრომაცია არის მცდარი და არასწორი. არავითარი შეხლა შემოხლები არ ყოფილა. მგალობლიშვილის თანამდებობიდან წასვლის ინფორმაცია არის მცდარი. წინ არის აფხაზეთის დღეები, რომელსაც უძღვება ლევან მგალობლიშვილი. ჩვეულებრივად მიმდინარეობს მუშაობა საკმაოდ საინტერესოდ. მუშაობას აწარმოებს, როგორც დავით ფაცაციას სამინისტრო, ისე სხვა სამინისტროებიც. რაც შეეხება აფხაზეთის საბჭოს, იქაც არიან ოპონენტები და ოპოზიციის წარმომადგენლები", - ამბობს ვოლსკი. 

შალვა პაპუაშვილი კი "პირველებთან" ირწმუნება, რომ მგალობლიშვილის გადადგომის შესახებ არაფერი გაუგიად ა პირველად ჟურნალისტებისგან ესმის.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილის შემცვლელი, შესაძლოა, საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე იყოს.  

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა

 

მსგავსი სიახლეები