ფაქტობრივად, პოლიციელებს დავალება აქვთ, რომ ლიდერები გააშიშვლონ და გაუპატიურებით დაემუქრონ - გიგაური

24.05.25 15:48
ფაქტობრივად, პოლიციელებს დავალება აქვთ, რომ ლიდერები გააშიშვლონ და გაუპატიურებით დაემუქრონ - გიგაური

"ფაქტობრივად, პოლიციელებს აქვს დავალება მიცემული, იმისთვის რომ გააშიშვლონ ლიდერები და დაემუქრონ გაუპატიურებით" - ამის შესახებ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა Amnesty International-ის მწვავე ანგარიშის შეფასების დროს განაცხადა. 

ეკა გიგაური ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქალაქეების დასაშინებლად რუსულ მეთოდებს იყენებს.   

რომ შეხედო "ქართული ოცნების" ლიდერების საუბარს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ იცავენ ქართულ ტრადიციებს. ფაქტობრივად, პოლიციელებს აქვს დავალება მიცემული, იმისთვის რომ გააშიშვლონ ლიდერები და დაემუქრონ გაუპატიურებით ასე იქცევიან დღეს პოლიციელები დაკავებული ქალების მიმართ. ეს არ არის ახალი ამაზე საუბრობდა ელენე ხოშტარიაც. ჩემი კითხვა მათთან არის, რომ არის თუ არა ეს ქართული ტრადიცია, რასაც ისინი აკეთებენ პოლიციის განყოფილებაში და მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის, ეს არ არის ქართული ტრადიცია და ყველაფერი, რაც ხდება ეს არის რუსული",- ამბობს ეკა გიგაური.

ჩხრეკისას გაშიშვლება და დამცირება მიუღებელია - "ქართული ოცნების" სისტემას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ამხელენ.  Amnesty Internationaly შეშფოთებულია რომ ქალები, რომლებიც  უწყევეტი პროტესტის ავანგარდში დგანან,  განყოფილებებში ხშირად დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები ხდებიან.  განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი გენდერულად მოტივირებული ძალადობის შესახებ. შემაშფოთებელ ფაქტებზე უკვე თვეეებია გამოძიების დაწყებას უფლებადამცველები ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.