"სამარცხვინო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“ - როგორ პასუხობენ "ოცნებაში" მსოფლიო ლიდერების განცხადებას

26.05.25 18:34
"სამარცხვინო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“ - როგორ პასუხობენ "ოცნებაში" მსოფლიო ლიდერების განცხადებას

მსოფლიო ლიდერების განცხადებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება. 

„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, -  ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ საერთო განცხადებას.