"თქვენ ჩემი გმირები ხართ" - რასა იუკნევიჩიენე სინდისის პატიმრების მშობლებს

26.05.25 20:55
"თქვენ ჩემი გმირები ხართ" - რასა იუკნევიჩიენე სინდისის პატიმრების მშობლებს

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსთაველის გამზირზე მივიდა - გავლენიანი ევროდეპუტატი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული არაერთი მწვავე რეზოლუციის თანაავტორია, სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება.

იქამდე, ვიდრე რასა იუკნევიჩიენე დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილებს მიმართავს, მას დიალოგი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ჰქონდა. 

"თქვენ ჩემი გმირები ხართ" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტარმა რეჟიმის ტყვეების მშობლებს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედაც იმყოფება.

როგორც ეკა წერეთელმა "პირველებთან" განაცხადა, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ევროპარლამენტარს ხვალაც, 27 მაისს შეხვდებიან. 

ჩვენ ხვალ ვხვდებით მათ ცალკე. კიდევ უფრო გავივლით ამ თემას. დამაიმედებელია, როდესაც დასავლეთი გიდგას გვერდით ამ რთულ პერიოდში. ეს არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ყველა ერთად კი საქართველოსთვის". - განაცხადა ეკა წერეთელმა. 

ასევე ნახეთ: