სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი?

27.05.25 10:58
სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი?

ამ დრომდე უცნობია, სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც სუს-ის მტკიცებით რამდენიმე საათის წინ დააკავეს. 

 თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, ბაჩიაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ ბაჩიაშვილი იქ შესახლებული არ არის.

ლევან მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ მას ოჯახის წევრმა შეატყობინა.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების დეტალებზე მას შემდეგ გაავრცელებს ინფორმაციას, რაც მის კლიენტს მიაგნებს და მოინახულებს. 

მე შემატყობინა ოჯახის წევრმა. გამთენიისას გავიგე მე ეს ინფორმაცია, დედამ მითხრა თუ მამამ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ გახლავთ აღნიშნულ დაწესებულებაში“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

„არანაირი ინფორმაცია არ მქონია და არც მერეალურება. დანარჩენ დეტალებს როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკები მერე გავარკვევ“, - განაცხადა ადვოკატმა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დღეს დილით სუსმა გაავრცელეს.