სალომე ზურაბიშვილის მიმართვა - რა შეფასებები მოჰყვა მეხუთე პრეზიდენტის გზავნილებს

27.05.25 11:47
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა - რა შეფასებები მოჰყვა მეხუთე პრეზიდენტის გზავნილებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდეტის გზავნილებს, რომელიც მან გუშინ რუსთაველის გამზირზე გააჟღერა, პროდასავლური ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გზა, ახალი საპარლამენტო არჩევნებია და ამის გარეშე თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი აბსურდია. 

რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა ამ ქვეყნის გადასარჩენის არის საპარლამენტო არჩევნები, რომლის გარეშეც აბსურდია რამე სხვაზე ლაპარაკი. ოღონდ, საპარლამენტო არჩევნები, რაც ძალიან მკაფიოდ თქვა პრეზიდენტმა, იმ წესებით, რომელზეც ჩვენ ყველანი შეთანხმებული ვართ, არა ივანიშვილის წესებით და მისი ჩატარებული. შესაბამისად, აგერ არის კრიზისის განტვირთვის გამოსავალი - ჩაატარონ საპარლამენტო არჩევნები, მერე ყველაფერი შეიძლება", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

რაც შეეხება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პოზიციას -  გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მნიშვნელოვანია, ხოლო როდის ჩაინიშნება თვითმმართველობის არჩევნები, იმავე დღეს თუ შემდეგ, ეს უკვე მეორეხასისხოვანია. 

არაფერი ახალი ამაში არ არის - ჩვენ ვიბრძვით და ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ახლა, პარალელურად, როდის იქნება თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის მეორადი, ცალკე განხილვის საკითხი. თუ გინდა იმ დღეს იყოს, თუ გინდა შემდეგ იყოს, მაგრამ ძირითადი რამ, რისთვისაც ყველანი ვემზადებით და უნდა ვემზადოთ, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები", - ამბობს გრიგოლ გეგელია.  

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს.

მისი თქმით, კრიზისის განმხუტვის გზა მხოლოდ მთავრობის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩანიშვნაა. 

ვერანაირი თვითმმართველობის არჩევნები ვერ განმუხტავს კრიზისს საქართველოში. ერთადერთი, რაც ამ კრიზისს განმუხტავს, არის ამ მთავრობის გადადგომა და ახალი არჩევნები და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება", - ამბობს გიგა ბოკერია.  

"ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის პირობებში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან "ოცნების" რეჟიმი 26 ოქტომბრის არჩევნების მსგავსად ამ არჩევნებსაც გააყალბებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ პირობებში საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას აზრი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ სადეპუტატო მანდატი აინტეერსებთ. 

აბსოლუტურად არ ვეთანხმები და ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს მიდგომა, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს და სამწუხაროდ, ზოგიერთ სხვა ოპოზიციურ ორგანიზაციასაც, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეუძლია, ჩაგვიტაროს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებს, ისევე თავზე გადაახევს როგორც ოპოზიციას, ასევე მთელ საქართველოს, ყველა ამომრჩეველს და რა ციფრებსაც უნდა, იმას დაწერს. და ვინც დღეს საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ამ სუსით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და აზრი აქვს საპარლამენტო არჩევნების გასვლას, მეგობრებო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ უნდათ სადეპუტატო მანდატი, - ამბობს პეტრე ცისკარიაშვილი.  

კიდევ უფრო განსხვავებულად ფიქრობენ გახარიას გუნდში. ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ პარტია ყველა არჩევნებისთვის ემზადება და თუკი რაიმე შეიცვლება, ამის შესახებ საზოგადოებას აუციებლად აცნობებენ.  

ჩვენი მესიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით არის უცვლელი: ვთქვით, რომ ვემზადებით ყველა არჩევნებისთვის, იქნება ეს მუნიციპალური თუ საპარლამენტო არჩევნები. თუ ბოიკოტს გადაწტყვეტს ჩვენი პარტია, რომ არ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და ეს ბევრ პოლიტიკურ სვლაზე შეიძლება, იყოს იმ დროს დამოკიდებული, ამის შესახებ ინფორმირებას მოავხდენთ საზოგადოების. პლატფორმის წევრები ვართ. სალომე ზურაბიშვილმა რა განცხადებეიც გააკეთა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან არ ყოფილა შეთანხმებული, იმიტომ, რომ არც მისი სიტყვის წერაში მიგვიღია მონაწილეობა და არც იმ ღონისძიებებში, - ამბობს ბერდია სიჭინავა. 

"არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ წესებითა და მანიპულაციის ქვეშ - არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო, მერე ადგილობრივი ან ერთობლივად"- ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მზადება ამ პროცესისთვის.