დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას - კობახიძე მაკრონს დაუპირისპირდა

27.05.25 12:36
დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას - კობახიძე მაკრონს დაუპირისპირდა

"ქართული ოცნების" პრემიერ- მინისტრი საფრანგეთს პრეზიდენტს დაუპირისპირდა. ირაკლი კობახიძე, რომელიც წინა კვირას ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან ურთიერთობები დაალაგა დღეს ამტკიცებს, რომ საფრანგეთის  პრეზიდენტი "გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს". 

"ქართული ოცნების" გაღიზიანება ევროკავშირის  ლიდერების  ერთობლივმა განცხადება,  გამოიწვია, სადაც მაკრონი, მერცი და ტუსკი პირდაპირ წერენ, რომ "ქართული ოცნების" ყველა ქმედებას გმობენ, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია.  

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი  საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირების ერთობლივ განცხადებას ე.წ. დიპ სტეიტით ხსნის.

მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ

ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო, 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსა და ეტიკეტსაც კი არ იცავენ, აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ეს არის დასანანი და სამწუხარო.  ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

  • "ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია"- ეს მაკრონის, მერციის და ტუსკის პასუხიაა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობაზე.