წყარო: ვაჟა სირაძე მიდის, გაურკვეველია “ხარებას” ბედი

28.05.25 11:00
წყარო: ვაჟა სირაძე მიდის, გაურკვეველია “ხარებას” ბედი

ვახტანგ გომელაურის შემდეგ, თანამდებობას მისი სანდო კადრიც ტოვებს - "პირველებისთის" მოწოდებული არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძეც მიდის. ასევე, როგორც წყარო "ტვ პირველს" ეუბნება, გაურკვეველია გდდ-ს ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" ბედიც. 

"პირველები" წყაროს მიერ მოწოდებულ არაოფიციალურ ინფორმაციას ამოწმებს.

განახლება: შსს-ში ამტკიცებენ, რომ ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ის 31 მაისს, პოლიციის დღესაც კი არ დაელოდა, სადაც თანამშრომლებისთვის უნდა მიემართა.  გომელაური მაგნიტისკის სანქციებით ტოვებს.

  • წერილის მიხედვით გომელაური ამბობს: "დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო". 

ვრცელ განცხადებაში გომელაური მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შსს-ს თანამშრომლებს. 

მსგავსი სიახლეები