რატომ არ შეხვდა ივანიშვილი დანიგანს - რას ამბობენ "ოცნებაში"

28.05.25 13:32
რატომ არ შეხვდა ივანიშვილი დანიგანს - რას ამბობენ "ოცნებაში"

რა მიზეზით თქვა უარი ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე? - "პირველების" ამ კითხვაზე "ოცების" ლიდერებს პსაუხის გაცემა უჭირთ.

იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს, რეჟიმი ვერ სცემს კითხვას პასუხს, რატომ თქვა უარი ოლიგარმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილების მოსმენაზე. 

არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩვენც ახლა მოვისმინეთ ეს განცხადება. საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეტა მინისტრი და თუ უნდა ვინმეს შეხვედრა, შეუძლია შეხვდეს, - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

ივანიშვილის პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი ბოჟაძის მსგავსად ამტკიცებს, რომ დანიგანს შეხვედრა კობახიძესთან ან საგარეო საქმეტა სამინისტროს წარმომადგენლებთან უნდა ეთხოვა.  

რატომ უნდა შეხვედროდა დანიგანს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც არსებობს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იმათ უნდა შეხვედროდა. ჩვეულებრივი ეტიკეტია, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. შიგნითაც მიდის წინააღდეგობა პრეზიდენტსა და დიფ სთეითს შორის. აღდგება ურთიერთობა აშშ-თან, - ამბობს შოთა ხაბარელი.

ირაკლი ზარქუა კი ისევ ამტკიცებს, რომ ამერიკასტან ურთიერთობები დალაგების ეტაპზეა.  

ვალაგეთ, ვალაგებთ, - ამბობს ზარქუა.

ივანიშვილმა უარი თქვა დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, სადაც დიპლომატიური უწყება პარტია “ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის შესახებ წერს. 

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა ქართველი ოლიგარქისთვის შტატებისგან გზავნილი გადაეცა. საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, "რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ".