მატყუარა ივანიშვილს ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია - ბექა ლილუაშვილი

28.05.25 13:40
მატყუარა ივანიშვილს ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია - ბექა ლილუაშვილი

აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ გახარიას გუნდი "ოცნების" რეჟიმს ტყუილში ამხელს. ბექა ლილუაშვილის თქმით, ოლიგარქის დაპირება, რომ არჩევნებიდან ორ კვირაში ამერიკის ელჩს შეხვდებოდა, სიცრუე აღმოჩნდა.  

ოპოზიციური პარტიის წევრი პირდაპირ ამბობს, რო ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი მილიონები აინტერესებს და ქვენის ბედი არ აღელვებს. 

მატყუარა, ცრუპენტელა ხალხი, რომელსაც ჩაგდებული აქვს ქვეყანა თავის კლანჭებში. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ თურმე არჩევნების მერე ორ კვირაში შეხვდებოდა ამერიკის ელჩს და დაალაგებდა ქვეყნის ურთიერთობებს, ახლა თურმე საერთოდ უარს ეუბნება ამერიკის ელჩს შეხვედრასთან დაკავშირებით. ეს მას შემდეგ, რაც გუშინ, მაგალითად, მთელი პროპაგანდა ჩართეს ტრამპის წერილთან დაკავშირებით. აბა, ყოფილიყო ქვეყნის საქმე კი არა, ბიძინა ივანიშვილის ფულის საქმე და კრედიტ სვისის ვითომ სანქციების მოხსნის საკითხი, მაშინ თუ არ შეხვდებოდა. ახლა გაინაღდა ასეულობით მილიონი დოლარი და რა ენაღვლება, ქვეყანა სულ, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდია, - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

შეერთებული შტატების საელჩს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა: